საპროტესტო აქციაზე, პოლიციამ „ქართული მარშის“ ორი წევრი დააკავა. "ქართული მარშის" წარმომადგენელები აქციას პრეზიდენტის სასახლის წინ მართავდნენ.
აქციის წევრებმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები გააპროტესტეს და გარეჯის ტერიტორიის დაკარგვაში სალომე ზურაბიშვილი დაადანაშაულეს.
დაკავებულებს შორის არის "ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გაბედავა.
"მარშის" წევრები პრეზიდენტთან 10 წუთიან შეხვედრას ითხოვდნენ. მოგვიანებით დემონსტრანტებმა პრეზიდენტის სასახლის ჭიშკარზე ბოქლომის დაკიდება სცადეს, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა.
შსს-ის ინფორმაციით აქციის მონაწილეები დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლები ჯარიმას, ან 15 დღემდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
ევროპის ლიდერები ნავალნისთვის გამოტანილ განაჩენს ეხმიანებიან.