"ნავალნის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ძალიან შორსაა კანონის უზენაესობის ნებისმიერი სტანდარტისგან", - ასე გამოეხმაურა ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობის მისჯას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.
გერმანიის კანცლერი რუსეთის ხელისუფლებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
„ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ძალიან შორსაა კანონის უზენაესობის ნებისმიერი სტანდარტისგან. ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ უნდა შეწყდეს,” – ნათქვამია გერმანიის კანცლერის გავრცელებულ განცხადებაში.
ალექსეი ნავალნისთვის გამოტანილი სასჯელი მიუღებელია საფრანგეთის პრეზიტენტისთვისაც.
"ალექსეი ნავალნისთვის გამოტანილი განაჩენი მიუღებელია, პოლიტიკური უთანხმოება დანაშაული არ არის", – ასე გამოეხმაურა ემანუელ მაკრონი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნისთვის მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მიერ პატიმრობის მისჯას. მან ამის შესახებ Twitter-ში დაწერა.
მაკრონი რუსეთს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
„ალექსეი ნავალნის განაჩენი მიუღებელია. პოლიტიკური უთანხმოება არასდროსაა დანაშაული. მოვუწოდებთ მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ. ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული თავისუფლებების პატივისცემის საკითხი არასდროს გადაიხედება.“ – წერს ემანუელ მაკრონი.
გაეროს ადამიანთა უფლებების სპიკერი, რავინა შამადასანი აცხადებს, რომ ის " შეძრწუნებულია ოპოზიციონერის დაკავების ფაქტით", მისი თქმით, ნავალნის საქმე ევროპულმა სასამართლომ 2017 წელს "ერპიროვნულად" დაასვკნა, რომ ოპოზიციონერის საქმე "უკანონო, უსამართლო და არაკეთილგონივრულია".
"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს თითოეული ადამიანი, ვინც მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენებისთვის, გუშინ და გასულ კვირას დემონსტრაციების დროს დააკავეს, რუსეთის მასშტაბით" - განაცხადა რავინა შამადასანიმ.
ნავალნის დაკავების საქმეს გამოეხმაურად ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარი პეინი. მისი თქმით, ის "ღრმად შეშფოთებულია" ნავალნის დაკავებით.
"ჩვენ მოვითხოვთ ოპოზიციონერი დუაყოვნებლივ და უპირობო განთავისუფლებას". - განაცხადა მარი პეინმა.
პეინმა ყურადღება გაამახვილა სამართალდამცელების ცუდ მობყრობაზე, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ.
რუსი ოპოზიციონერის დაკავების საკითხს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონიც გამოეხმაურა. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება სუფთა სიმხდალე იყო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 თებერვალს ნავალნის სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლომ ალექსეი ნავალნის 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.