ბათუმში უამინდომის გამო რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იღებს

ძლიერი ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეისების შესრულება ვერ ხერხდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, უამინდობის გამო ავიაკომპანიების Smartwings-ის, Czech Airlines-ისა და Arkia Airlines-ის საჰაერო ხომალდები, რომლებიც თელ ავივიდან ასრულებდნენ რეისს, ბათუმის ნაცვლად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დასხდნენ, საიდანაც მგზავრების ბათუმის მიმართულებით ტრანსპორტირებას ავტობუსებით მოახდენენ.

მათივე ცნობით, ქუთაისის აეროპორტში რეისების მიღება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. ამ ეტაპზე, დღეს დაგეგმილი 14 რეისიდან 7 უკვე შესრულდა.