ლიეტუვის პარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის მიწვევას NATO-ში გასაწევრიანებლად ვილნიუსის სამიტზე

ლიეტუვის პარლამენტმა ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც ხაზს უსვამს უკრაინის NATO-ში გაწევრიანების აუცილებლობას. რეზოლუცია ერთხმად მიიღეს პალატაში დამსწრე 129 დეპუტატის ხმით, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს განცხადებაში. ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.

რეზოლუციაში ასახულია ლიეტუვის ხუთი მიზანი NATO სახელმწიფო მეთაურების მომავალი სამიტის მასპინძლობისას, რომელიც 11-12 ივლისს, დედაქალაქ ვილნიუსშია დაგეგმილი.

რეზოლუცია მოუწოდებს ლიეტვას „სრულიად მხარი დაუჭიროს უკრაინას პრაქტიკული ზომებით, მათ შორის NATO-ს პოლიტიკური მხარდაჭერით, იმის აღიარებით, რომ აუცილებელია ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტზე, უკრაინის წევრად მიწვევა.