ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სატელეკომუნიკაციო ფირმები ავითარებენ წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ საკაბელო პროექტს, რომლის ღირებულებაც 500 მილიონი დოლარია და რომელიც დააკავშირებს აზიას, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპას. ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.
მისივე ცნობით, პოტენციური პროექტის მონაწილეებს შორისაა ჩინეთის სამი მთავარი გადამზიდავი - China Telecommunications Corporation (China Telecom), China Mobile Limited და China United Network Communications Group Co Ltd (China Unicom).
პროექტი ჰონგ კონგს დააკავშირებს ჩინეთის კუნძულ პროვინცია ჰაინანთან, მანამდე კი იმოძრავებს სინგაპურში, პაკისტანში, საუდის არაბეთში, ეგვიპტესა და საფრანგეთში.