ვინ შეძლებს იტალიაში შესვლას პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში - ამ თემაზე სტატია უცხოურმა მედიამ მოამზადა, რომლის თარგმანსაც Europetime-ი გთავაზობთ.
პანდემიის გამო იტალიაში 30 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. იტალიას განსაკუთრებით მძიმე პერიოდი ჰქონდა ვირუსის გავრცელების პირველი ტალღისას, თუმცა ქვეყანა ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა, რომელმაც ივნისში საზღრები გახსნა. საზღვრების გახსნა ძირითადად მაინც ევროკავშირის ქვეყნებს ეხებათ. პანდემიამ პოლიტიკური არეულობა გამოიწვია, პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე 26 იანვარს გადადგა. ქვეყნის მთავრობის მომავალი ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშაა.
ვის შეუძლია ქვეყანაში ჩასვლა
ქვეყანაში, კარანტინის გზით შესვლის უფლება ორი ტიპის ქვეყნისთვისაა დასაშვები: დაბალი რისკის ქვეყნები: ავსტრალია, იაპონია, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა, რუანდა, სინგაპური და ტაილანდი. ამ ქვეყნების მცხოვრებლებს შეეძლებათ შესვლა შეზღუდვის გარეშე, მაგრამ მათ 14-დღიანი კარანტინი მაინც უნდა გაიარონ.
იტალიაში ასევე დაშვებულია ჩასვლა ევროპის უმეტესი ქვეყნისთვის: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კვიპროსი, ხორვატია, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, უნგრეთი, ისლანდია, ნორვეგია, ლიხტენშტეინი, ანდორა, მონაკო და შვეიცარია. ამ ქვეყნებიდან ჩამოსულმა ვიზიტორმა უნდა წარმოადგინოს Covid19 -ზე ტესტის უარყოფითი შედეგი.
დიდი ბრიტანეთიდან შესვლა (იტალიის მცხოვრებლების, ან გადაუდებელი საჭიროებების მქონე პირების გარდა) მინიმუმ 5 მარტამდე აკრძალულია. ასევე არ დაიშვებიან პირები, რომლებიც ბრაზილიაში 15 თებერვლამდე იყვნენ. ამასთან ერთად, ფრენები ბრაზილიიდან, ან ბრაზილიის მიმართულებითაც შეჩერებულია. ვიზიტი შტატებიდანაც აკრძალულია, ერდღიანი დარჩენის უფლებისთვის სპეციალური ნებართვაა საჭირო. 6 იანვრამდე აიკრძალა ფრენები იტალიასა და დიდ ბრიტანეთს შორის, ბრიტანეთიდან დაშვებულია მხოლოდ იტალიის მოქალაქების მიღება.
რა შეზღუდვები მოქმედებს
იტალიაში ევროპიდან ჩასულებმა უნდა წარმოადგინონ PCR ტესტის უარყოფითი შედეგი, ჩაფრენიდან 48 საათში. მათ ასევე მოეთხოვებათ დეკლარაციის ფორმის შევსება (სადაც გაეცნობიან მოქმედ შეზღუდვებს და ხელს მოაწერენ თანხმობას) და ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოებისთვის გაგზავნა.
მათ, ვინც ტესტის უარყოფითი შედეგის გარეშე შევა, უნდა გაიარონ 14-დღიანი კარანტინი, ჩამოსვლის შემდეგ გაკეთებული ტესტის შედეგის მიუხედავად.
ნებისმიერი პირი, რომელიც მოგზაურობს აუცილებელი მიზეზების გამო, იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ჩვეულებრივ ეკრძალებათ იტალიაში შესვლა, ასევე ვალდებულია 14-დღიანი კარანტინი გაიაროს. ვირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო, 6 იანვრამდე აიკრძალა ფრენები იტალიასა და დიდ ბრიტანეთს შორის, ბრიტანეთიდან დაშვებულია მხოლოდ იტალიის მოქალაქებისთვის მიღება. ქვეყნის მასშტაბით 22:00 საათიდან კომენდანტის საათი მოქმედებს. იტალიის ყველა რეგიონი, ხუთის გარდა, „ყვითელ ზონაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღის საათებში მუშაობას განაახლებენ ბარები და რესტორნები და შემსუბუქდება მგზავრობასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები. აპულია, სარდინია, სიცილია, უმბრია და ბოლცანო „ნარინჯისფერი ზონაშია “, მათ ახალი შემსუბუქებული ზომები არ ეხებათ. ამ ეტაპზე ქვეყანას არც ერთი „წითელი ზონა “(მაღალი რისკი) არ აქვს.