ვაკეში, ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი სროლის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში, ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებისა და სროლის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა.

კადრებში ჩანს, თუ როგორ ეჯახება გამიზნულად ერთ-ერთი ავტომანქანა მეორეს, ქვეითად მყოფები კი მანქანას ფეხებსა და ხელებს ურტყამენ. 

ამასთან, გამოძიებ, სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებულ ხულიგნობას გულისხმობს.