ისრაელში, თელ-ავივში, ტერაქტს 1 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი მძიმედ დაშავდა. რამდენიმე დაზარალებულის მდგომარეობა მძიმეა. ცნობილია, რომ დაღუპულია 36 წლის იტალიელი ტურისტი.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოკლულია იტალიის მოქალაქე, ალესანდრო პარინი.
მედიკოსების ინფორმაციით, ტურისტები არიან დაშავებული მოქალაქეებიც. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ამოტრიალდა ავტომობილი და როგორ გაუხსნა ცეცხლი ისრაელის პოლიციის ოფიცერმა თავდამსხმელს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
ცნობისთვის, გუშინ, დასავლეთ სანაპიროზე სროლის შედეგად ორი ქალი დაიღუპა, ერთი კი - დაიჭრა. აღნიშნულ თავდასხმებამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელმა სამხრეთ ლიბანსა და ღაზას სექტორში ჰამასის კუთვნილ ობიექტებზე ავიაიერიშები განახორციელა.