ბრიტანეთში Covid19 -ით გარდაცვლილ ვეტერანს, კაპიტან ტომ მურს ტაშით გამოემშვიდობნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ბრიტანეთის პრემიერმაც მიაგო პატივი.
მურმა გასულ წელს კორონავირუსთან მებრძოლი ხალხისთვის ათასი გირვანქის შეგროვება გადაწყვიტა და ჯამში 33 მილიონი შეაგროვა.
კაპიტანი ტომი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია, მას დედოფალმა გასული წლის ივლისში რაინდის წოდება მიანიჭა.