ლატვია ბელორუსის საზღვარზე ახალ 64-კილომეტრიან ღობეს ააშენებს

ლატვია ბელორუსთან საზღვრის გასწვრივ 64 კილომეტრიანი გალავნის მშენებლობის დაწყებას გეგმავს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Delfi იტყობინება. ლატვიამ ბელორუსთან ღობის აშენების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო, რათა თავი დაეცვა არალეგალური მიგრანტების მიერ საზღვრის გადაკვეთისგან.

„ჩვენ უკვე ვხედავთ შესრულებული სამუშაოს რეალურ შედეგებს, რაც საშუალებას გვაძლევს, დავიწყოთ მშენებლობა შეფერხების გარეშე“, - განაცხადა ლატვიურმა მხარემ.

გასული წლის აგვისტოში ლიეტუვამ ბელორუსის საზღვარზე 552 კილომეტრის საერთო სიგრძის ღობის მშენებლობა დაასრულა. ანალოგიური სამუშაო პოლონეთმა 6 თვის წინ შეასრულა.