რუსეთის ქალაქ ბელგოროდის აეროპორტს უპილოტო საფრენმა აპარატმა შეუტია. გამოცემა „ბაზა“ წერს, რომ დრონი აეროპორტის ღობესთან აფეთქდა. დაზიანდა აეროპორტის სიგნალიზაციის კაბელი.
ბოლო თვეების განმავლობაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინა არაერთხელ დაადანაშაულა ბელგოროდის ოლქზე სარაკეტო და დრონებით დარტყმებში, რასაც კიევი ოფიციალურად არ ადასტურებს.
რუსეთის ბელგოროდის ოლქი უკრაინის ლუგანსკის, ხარკოვის და სუმის ოლქებს ესაზღვრება. რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის ბელგოროდის ოლქში დისლოცირებულ საბრძოლო ავიაციას იყენებს.