უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ დაწესებული მასობრივი ანტირუსული სანქციების ფონზე, ყაზახეთმა და აზერბაიჯანმა ნავთობის ტრანსპორტირების ერთობლივი საწარმოს შექმნის თაობაზე განაცხადეს.
ამის შესახებ ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა, ვაჭრობის მინისტრმა სერიკ ჟუმანგარინმა განაცხადა, იუწყება Kazinform-ი.
„გასულ წელს KazMunayGas-მა და SOCAR-მა საბოლოოდ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, 2023 წლიდან ჩვენ ვგეგმავთ 1,5 მილიონი ტონა ნავთობის მიწოდებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით. პროცესი უკვე დაიწყო მარტში, გაიგზავნა პირველი ორი ტანკერი – 20 000 ტონა, 125 000 ტონა აპრილის მდგომარეობით“, - განაცხადა ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა.
- აზერბაიჯანი ნავთობის ტრანსპორტირებისთვის სხვა მარშრუტებსაც გვთავაზობს: ბაქო-სუფსის მილსადენი (არაოფიციალური მონაცემებით, 2023 წელს დაახლოებით 5 მილიონი ტონაა) და რკინიგზით ბათუმისა და ფოთის პორტებამდე.
განვიხილეთ ერთობლივი საწარმოს შექმნის საკითხი, რომელიც იქნება ერთადერთი ოპერატორი ამ სატრანზიტო მარშრუტზე, იაფი სატრანზიტო ვარიანტებითა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით“, - განაცხადა ჟუმანგარინმა.
ცნობისთვის, ბაქომ ასტანას ყაზახური ნავთობის ბაქო-სუფსის ნავთობსადენით ტრანზიტი შესთავაზა.
ისტორიაში პირველად, 2023 წლის 21 მარტს, ყაზახეთმა ნავთობი აზერბაიჯანს რუსეთის გვერდის ავლით მიაწოდა.