- ყაზახეთი აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს
ბაქომ ასტანას ყაზახური ნავთობისბაქო-სუფსის ნავთობსადენით ტრანზიტი შესთავაზა. ამის შესახებ ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრმა სერიკ ჟუმანგარინმა განაცხადა. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს წინადადება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის შევსების მიზნით წარადგინეს. ყაზახეთი ახლა მილსადენის ტექნიკურ მახასიათებლებს სწავლობს.
ჟუმანგარინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაქოსა და ასტანას შორის განიხილება საგზაო რუკა, რომელიც ხელს შეუწყობს აღნიშნული მარშრუტის განხორციელებას. ყაზახეთმა ნავთობის ტრანზიტი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უკვე დაიწყო. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით, დაახლოებით 20 000 ტონა ნავთობის ტრანზიტი განხორციელდა, აპრილში კი, 125 000 ტონა ნავთობის მიწოდება იგეგმება.
- ყაზახეთი და აზერბაიჯანი რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ტრანზიტის მიზნით, ერთობლივ კომპანიას შექმნიან
მთლიანობაში, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ეროვნული ნავთობკომპანიები SOCAR და KazMunayGas შეთანხმდნენ, რომ 2023 წელს 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანზიტი განხორციელდება.
7 აპრილს, Reuters-ი წერდა, რომ ბაქო-სუფსის ნავთობსადენით ყაზახური ნედლი ნავთობის მიწოდებაზე, ყაზახეთი და აზერბაიჯანი მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
ისტორიაში პირველად, 2023 წლის 21 მარტს, ყაზახეთმა ნავთობი აზერბაიჯანს რუსეთის გვერდის ავლით მიაწოდა.