The Washington Post-ი აშშ-ის დაზვერვის გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ რუსეთში საიდუმლოდ გაგზავნის მიზნით, 40 ათასამდე რაკეტის წარმოების შესახებ განკარგულება გასცა.
დოკუმენტში გრიფით „სრულიად საიდუმლო“, 2023 წლის 17 თებერვლით არის დათარიღებული, საუბარია რუსეთისთვის საარტილერიო ჭურვებისა და დენთის მიწოდებაზე.
კერძოდ, მასალების თანახმად, ალ-სისი სახელმწიფო მოხელეებს ავალებს, საიდუმლოდ შეინახონ რაკეტების წარმოება და მიწოდება, რათა თავიდან აიცილონ პრობლემები დასავლეთთან“.
ამერიკის ოფიციალურმა პირებმა ანონიმურობის პირობით განუცხადეს გამოცემას, რომ თეთრი სახლისთვის უცნობია, საბოლოოდ მართლაც მიაწოდა თუ არა ეგვიპტემ რუსეთს შეიარაღება. The Washington Post-ი წერს, რომ რუსეთის მთავრობისთვის იარაღის მიწოდებას შეიძლება, ეგვიპტის წინააღმდეგ სანქციები მოჰყვეს.
ეგვიპტეს 1987 წლიდან ვაშინგტონისთვის NATO-ს გარეთ მყოფი ძირითადი პარტნიორის სტატუსი აქვს.