იტალიამ არალეგალი მიგრანტების ნაკადის ზრდის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა დაახლოებით 6 თვე გაგრძელდება და სამხრეთ რეგიონებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალებულად ითვლებიან, 5 მილიონი ევროს დახმარება გამოიყოფა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები აჩვენებს, რომ იტალიაში წელს 31 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა, გასული წლის იმავე პერიოდში ეს რიცხვი დაახლოებით 7 900 იყო.