პაკისტანი უკრაინაში 230 კონტეინერს თავდაცვის ტექნიკას ამ თვეში გაუგზავნის.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ The Economic Times იტყობინება.
სამხედრო ტექნიკით დატვირთული გემები (MV Bokram, MV Kherson) ყარაჩის პორტიდან დაიძრებიან.
გამოცემამ უფრო ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთისა და გერმანიის პორტები პაკისტანიდან იარაღის, მათ შორის ტანკებისა და რაკეტების ტრანსპორტირების მთავარი კარიბჭეები არიან.
The Economic Times აღნიშნავს, რომ პაკისტანი დახმარებას უწევს უკრაინას იმ ფონზე, როდესაც საკუთარი თვითმფრინავების ძრავების მოდერნიზებისთვის, რუსეთისგან დახმარებას ითხოვს.