ნიდერლანდები რუსეთიდან თხევადი გაზის იმპორტის შეწყვეტას გეგმავს

ნიდერლანდები რუსეთიდან LNG-ის ყველა იმპორტის შეწყვეტაზე მუშაობს, იტყობინება Bloomberg-ი ენერგეტიკის მინისტრ რობ ჯეტენთან ინტერვიუზე დაყრდნობით. მისივე თქმით, მთავრობამ ახალ კონტრაქტებზე ხელმოწერა შეწყვიტა.

„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს სისტემაში არ არის რუსული წიაღისეული ენერგია და ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ ქვანახშირის, მილსადენის გაზსა და ნავთობზე“,  - განაცხადა ჯეტენმა.

„ჩვენ ვაწარმოებთ საუბრებს კომპანიებთან, რომლებიც იყენებენ ობიექტებს“, რათა ეტაპობრივად გავაუქმოთ უკვე არსებული გარიგებები“, - აღნიშნა მინისტრმა.