ერდოღანის თქმით, თურქეთი დრონის გადამზიდავი მეორე გიგანტური გემის მშენებლობას დაიწყებს

თურქეთი იწყებს უფრო დიდი გემის მშენებლობას, ვიდრე ამფიბიური თავდასხმის გემი TCG Anadolu-ა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მსოფლიოში პირველი შეიარაღებული უპილოტო საბრძოლო გემი და თურქეთის ყველაზე დიდი საბრძოლო ავიამზიდი - TCG Anadolu ექსპლუატაციაში 12 აპრილს შევიდა შევიდა. გემის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და 2020 წლის პირველ ივლისს ჩატარდა ტესტირება.

გემს, რომელიც თანამედროვე რადარებითა და სენსორებით არის აღჭურვილი, შეუძლია ბორტზე გადაიტანოს დაახლოებით 100 მანქანა, მათ შორის ტანკები და ჯავშანტექნიკა, ასევე ამფიბიური მანქანები და ნავები. საერთო ჯამში მისს მიერ ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 27436 ტონაა. Kızılelma, Hürjet და Bayraktar TB3 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გემის პლატფორმაზე დაშვებას შეძლებენ.