ესპანეთში 4 ქართველი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. სასამართლომ ოთხივე მათგანისთვის დეპორტაციისა და 8 წლით, ქვეყანაში შესვლის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო
გამოცემის ცნობით, ქართველები 12 აპრილს ბინის გაქურდვის მცდელობისთვის დაიჭირეს.
4 ქართველს ესპანეთის დასატოვებლად ორკვირიანი ვადა მიეცათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პატიმრობა ემუქრებათ.