დასავლური მედია აშშ-ის თავდაცვისა და დაზვერვის დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე ეჭვმიტანილს ასახელებს.
ფედერალურმა სამართალდამცავმა უწყებებმა ეჭვმიტანილი განუცხადა აშშ-ის სამმა ოფიციალურმა პირმა CBS News-ს.
ეს 21 წლის ჯეკ ტეიშეირაა - განუცხადეს აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა CBS News-ს.
პენტაგონი დეტალებზე არ საუბრობს.
„ეს არის სამართალდამცავი ორგანოების თემა და ჩემი ან თავდაცვის სამინისტროს სხვა ოფიციალური პირის მხრიდან კომენტარის გაკეთება ამ დროისთვის შეუსაბამო იქნება”, - განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა, პატრიკ რაიდერმა.
ოთხშაბათს, Washington Post-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ ჩატის ერთ-ერთ წევრთან, სადაც თავდაპირველად დოკუმენტები გამოჩნდა.
დასავლური მედია წერს, რომ თავდაპირველად დოკუმენტები ჩატში ინახებოდა, მაგრამ მარტის დასაწყისში მისმა წევრებმა დაიწყეს მათი განთავსება სხვა Discord სერვერებზე, საიდანაც უკვე სხვადასხვა პლატფორმაზე გავრცელდა.
FBI-ს ეჭვმიტანილი არ დაუსახელებია.
ჯო ბაიდენმა 13 აპრილს განაცხადა, რომ აშშ ახლოს არის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ორგანიზატორის გამოვლენასთან.