CBS news-ის ცნობით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაში ბრალდებული დააკავა.
ამასთან, გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებაში საუბარია მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ნორტ-დაიტონში „სამართალდამცველების სანქცირებულ ოპერაციაზე.”
მედია წერს, რომ დაკავებულია მასაჩუსეტსის ეროვნული საჰაერო გვარდიის სადაზვერვო ფრთის 21-წლის სამხედრო მოსამსახურე, ჯეკ ტეიშეირა. ვრცელდება შესაბამისი ფოტომასალაც.
მანამდე, CBS News-მა პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე ეჭვმიტანილად სწორედ ჯეკ ტეიშეირა დაასახელა.