შვეიცარიის ბანკები რუს მომხმარებლებს ანგარიშების დაბლოკვის შესახებ აფრთხილებენ - მედია

შვეიცარიის ბანკებმა დაიწყეს რუსი მომხმარებლების გაფრთხილება, რომ მათი ანგარიშები დაიხურება, თუ ისინი განაგრძობენ გადასახადების გადახდას რუსეთში.

საერთაშორისო საბუღალტრო და იურიდიული ფირმა LEOLEX-ის მმართველი პარტნიორის რომან კუდინოვის თქმით, ერთი თვის წინ მას დაუკავშირდა დაახლოებით ათი კლიენტი ბანკებიდან UBS და Credit Suisse. 

ყველა მათგანმა განაცხადა, რომ მიიღეს სატელეფონო ზარები ბანკის თანამშრომლებისგან, რომლებიც აფრთხილებდნენ მათ, რომ თუ ისინი განაგრძობენ იმ კომპანიების მფლობელობას, რომლებიც გადასახადებს იხდიან რუსეთში, „ბანკს მოუწევს მათი ანგარიშის დახურვა“.

კუდინოვმა განაცხადა, რომ გაფრთხილებები „ამ დროისთვის არაოფიციალურია".

სხვა შვეიცარიელმა ადვოკატმა განაცხადა, რომ მის ზოგიერთ კლიენტს უკვე დაუბლოკეს ანგარიშები რუსეთში გადასახადების გადახდის შემდეგ.

კუდინოვის თქმით, ბანკები სავარაუდოდ მიმართავენ ანგარიშების დახურვას შვეიცარიის ხელისუფლების ზეწოლის გამო.