თუ შეიძლება, რომ დედამიწაზე იყოს რაიმე უსამართლობა, სისასტიკე და გაუმართლებელი ბოროტება, მაცხოვრის ჯვარცმა ამ ყველაფრის უკიდურესი გამოვლინებაა, - ამის შესახებ მეუფე შიომ განაცხადა.
„უფალი ესაუბრებოდა ადამიანებს, სასწაულებს ახდენდა, მკვდრებს აღადგენდა, ყოველგვარ სნეულებას კურნავდა. გვასწავლიდა სიყვარულს, გულმოწყალებას და ამ ყველაფრის სანაცვლოდ იგი შეიპყრეს. ნერწყვეს, სცემეს, ჯვარს აცვეს და მოკლეს. თუ შეიძლება, რომ ამ დედამიწაზე იყოს რაიმე უსამართლობა, სისასტიკე და გაუმართლებელი ბოროტება, აი, მაცხოვრის ჯვარცმა ამ ყველაფრის უკიდურესი გამოვლინებაა“, - განაცხადა მეუფე შიომ.