ანკარაში დანიის ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, იტყობინება თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„კიდევ ერთხელ ვგმობთ თავხედურ თავდასხმას დანიაში ჩვენს წმინდა წიგნზე, ყურანზე და ჩვენს დიდებულ დროშაზე. მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, მიუღებელია ამ მზაკვრული ქმედებების დაშვება სიტყვის თავისუფლების საფარქვეშ. დანიის ელჩს ეცნობა ჩვენი პოზიცია ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით“, - აცხადებენ სამინისტროში.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეტენზიებზე დანიას ჯერ არ უპასუხია.