უკრაინა უახლოეს დღეებში სლოვაკეთში ელექტროენერგიის ექსპორტის დაწყებას გეგმავს.
ამის შესახებ NEC Ukrenergo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ვლადიმერ კუდრიცკიმ განაცხადა.
„დღეს ელექტროენერგიის ჭარბი რაოდენობაა ჩვენს ენერგოსისტემაში. ამჟამად ელექტროენერგია ექსპორტზე გადის პოლონეთსა და მოლდოვაში. ჩვენ ასევე ვემზადებით მესამე მიმართულების - სლოვაკეთის გასახსნელად. იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას ჩვენი სლოვაკი კოლეგები უახლოეს დღეებში მიიღებენ“,- განაცხადა კუდრიცკიმ.
უკრაინამ ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტი 2022 წლის ივნისის ბოლოს დაიწყო. ოქტომბერში ექსპორტი შეჩერდა მას შემდეგ, რაც რუსულმა რაკეტებმა და უპილოტო თვითმფრინავებმა მასიურად დაიწყეს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა.