უკრაინის ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრომ და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (JICA) ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას 400 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ. თანხები მოხმარდება ომის შედეგად დაზიანებული უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას. ამის შესახებ რეკონსტრუქციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა.
„ეს არის მეორე საგრანტო შეთანხმება, რომელიც გაფორმებულია საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო JICA-სთან. ასეთი მხარდაჭერა საშუალებას გვაძლევს, სწრაფად და ეფექტიანად განვახორციელოთ სწრაფი აღდგენის პროექტები. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი მოქალაქეების ძირითადი საჭიროებების უზრუნველყოფა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა“, - განაცხადა მინისტრმა.