სამხრეთ კორეამ, შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ აღმოსავლეთ ზღვაში სამმხრივი ერთობლივი წვრთნები დაიწყეს.
წვრთნებში ჩართულია სამი გამანადგურებელი, მათ შორისაა სამხრეთ კორეული Yulgok Yi I, ამერიკული USS Benfold და იაპონური JS Atago. ამ ფორმატის სამმხრივი წვრთნები სახელმწიფოებმა ბოლოს თებერვალში გამართეს.
სამხრეთ კორეამ, შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ გადაწყვიტეს, გაეძლიერებინათ კოორდინაცია უსაფრთხოების სფეროში ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციული ქმედებების ფონზე, მათ შორისაა 13 აპრილს მყარი საწვავის ბალისტიკური რაკეტის გაშვება.
წვრთნების დროს კომპიუტერული სიმულაციების გამოყენებით ბალისტიკური რაკეტების სამიზნეების აღმოჩენისა და თვალთვალის პროცედურები განხორციელდება. ქვეყნები კოორდინაციას ინფორმაციის გაცვლის კუთხითაც გააუმჯობესებენ.