17 აპრილს შვედეთში სამხედრო წვრთნები - Aurora 23 იწყება. შვედეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, წვრთნებში დაახლოებით 2600 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის არიან ქალებიც. სწავლებაში შვედეთის გარდა მონაწილეობას მიიღებენ აშშ, დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, პოლონეთი, ნორვეგია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, უკრაინა, დანია, ავსტრია, გერმანია და საფრანგეთი.
წვრთნების მიზანია შვედეთის ჯარების პოტენციალის გაძლიერებააა. სწავლება ჩატარდება ჰაერში, ხმელეთზე და ზღვაზე შვედეთის რამდენიმე მხარეში.
„წვრთნები კარგი გზაა ჩვენი სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად და შესამოწმებლად. ამრიგად, ფართომასშტაბიანი და გაფართოებული წვრთნების ჩატარება არის გასაღები უფრო ძლიერი თავდაცვის შესაქმნელად“, - აცხადებენ შვედეთის შეიარაღებულ ძალებში.
ტრენინგი მაისში დასრულდება.