კრემლის კრიტიკოსის კარა-მურზას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება - ადვოკატი

 კრემლის კრიტიკოსს კარა-მურზას, რომელსაც დღეს 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ამის შესახებ CNN წერს.

„პრობლემა ის არის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გვაწუხებს. მოგეხსენებათ, ვლადიმერი გადაურჩა ორ მოწამვლას 2015 და 2017 წლებში, გამოჯანმრთელდა ძალიან ხანგრძლივი და რთული პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა ადვოკატმა მარია ეისმონტმა მოსკოვის საქალაქო სასამართლოში.

„ახლა, ვიდრე ის უკვე პატიმრობაში იყო, რამდენიმე სიმპტომი, რომელიც დაკავშირებულია კიდურების დაბუჟებასთან და ნერვის უკმარისობასთან, გაუარესდა,” - განაცხადა ადვოკატმა.

ეისმონტის თქმით, კარა-მურზას მარტის ბოლოს დაუსვეს პოლინეიროპათიის დიაგნოზი - მდგომარეობა, რომელიც ვითარდება სხეულის კიდურების ნერვების დაზიანებით.

პოლინეიროპათიის დიაგნოზი იმ დაავადებების სიაშია, რომლებიც ხელს უშლიან სასჯელის მოხდის“, - განაცხადა ადვოკატმა.


რუსეთის სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და აქტივისტს ვლადიმერ კარა-მურზას 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

Amnesty International-მა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ხელმძღვანელმა, ვოლკერ ტურკმა კრემლის კრიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ გამოტანილ განაჩენი დაგმეს.

„სამოქალაქო საზოგადოების სისტემატური რეპრესიების შემზარავი მაგალითი, რაც სტალინის ეპოქის რეპრესიებს მოგვაგონებს", - Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება რუსეთ-ბრიტანეთის მოქალაქის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ რუსეთის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გმობს.

აშშ-ის ელჩმა რუსეთში, ლინ ტრეისიმ დაგმო კრემლის კრიტიკოსის ვლადიმერ კარა-მურზას დაპატიმრება და განაცხადა, რომ რუსეთში კრიტიკის კრიმინალიზაცია „სისუსტის ნიშანია და არა სიძლიერის“.

ლატვია სანქციებს უწესებს რუსეთის 10 მოქალაქეს, რომლებიც ვლადიმერ კარა-მურზასთვის განაჩენის გამოტანაში მონაწილეობდნენ.