2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინამ ტყვეობიდან 2000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო გაათავისუფლა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„24 თებერვლიდან უკრაინამ რუსუთის ტყვეობიდან 2 235 უკრაინელი კაცი და ქალი დააბრუნა. ყველა გვახსოვს, ყველას დავაბრუნებთ“, - დაწერა ზელენსკიმ.
ინფორმაციისთვის, ტყვეების სააღდგომო გაცვლის შედეგად, უკრაინამ 130 სამხედრო მოსამსახურე დაიბრუნა.