უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა რუსეთის პრეზიდენტის დეგრადაციაზე მიუთითა. ამის დასტურად პოდოლიაკმა ის ფაქტი მოიყვანა, რომ მსი შეფასებით, ვლადიმერ პუტინის განცხადებას დღეს აღარავინ ელოდება, არცერთი აქტორი, განსხვავებით გასული წლისგან.
„პუტინის დეგრადაცია შთამბეჭდავია. ერთი წლის წინ, მის განცხადებას მსოფლიო ელოდა. ახლა - აღარ. ასეთი პოლიტიკური აქტორი არ არსებობს.
მასობრივი მკვლელობების ავტორისთვის მხოლოდ "სპეციალური ტურია" ოკუპირებულ და დანგრეულ ტერიტორიებზე, რათა უკანასკნელად დატკბეს მისი მინიონების დანაშაულებით“, - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.
კრემლმა 18 აპრილს განაცხადა, რომ პუტინი ოკუპირებულ ხერსონსა და ლუგანსკის ოლქში იმყოფებოდა.