კვიპროსის უმსხვილესმა ბანკმა რუს მომხმარებლებს გაუგზავნა შეტყობინება, რომ მათი ანგარიშები დაიხურება. Forbes-ის რუსულენოვანი გამოცემის თანახმად, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთისგან სანქციების თავიდან ასაცილებლად, ბანკმა გასული კვირიდან დაიწყო რუსი კლიენტების წერილობით გაფრთხილება.
მისივე თანახმად, 2022 წელს, კვიპროსის ბანკის დეპოზიტებზე რუსეთის მოქალაქეებს ჰქონდათ 700 000 ევროზე მეტი, რაც 6%-ით მეტია 2021 წლის მონაცემებთან შედარებით.
გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, Bank Of Cyprus-ში ანგარიშები აქვს კვიპროსზე მცხოვრები რუსების დაახლოებით 15%-ს.
2022 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ინვესტირების სანაცვლოდ, კვიპროსის მოქალაქეობა რუსეთის 2886 მოქალაქეს, მათ შორის არაერთ რუს ოლიგარქს და მათი ოჯახის წევრებს ჰქონდათ.