საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.9 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს სომხეთი იკავებს 216.9 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 180.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 176.9 მლნ. აშშ დოლარით.
რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 568.7 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 490.0 მლნ. აშშ დოლარითა და აშშ – 261.8 მლნ. აშშ დოლარით.