აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის საკითხიც განიხილა. ამ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
დიპლომატებმა ბირთვული იარაღის კონტროლის ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ისაუბრეს. საუბარი ჩინეთის მხირადნ მზარდ საფრთხესაც შეეხო.
„ენტონი ბლინკენმა რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის წანააღმდეგ სამხედრო აგრესიაზეც გაამახვილა ყურადღება, ასევე ოპოზიციონერი ნავალნის დაკავებაზე, Solar Winds-ის კიბერთავდასხმასა და რუსეთის აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩარევაზე ისაუბრა", - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.
დიპლომატებს შორის სატელეფონო საუბარს წინ ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის საუბარი უძღვოდა.