შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა ფედერალურმა დეპარტამენტმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ უკრაინის წინააღმდეგ ომში აქტიური მონაწილეობის გამო სანქციები დაუწესა.
ამავდროულად, RIA FAN - რომლის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობს „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი, "პრო-სამთავრობო პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის" ასევე დასანქცირდა.
ევროკავშირმა „ვაგნერსა“ და რუსულ პროპაგანდისტულ FAN-ს სანქციები 13 აპრილს დაუწესა.