ლოიდ ოსტინი გერმანიაშია

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი გერმანიაში, რამშტეინის საჰაერო ბაზაზე ჩავიდა, სადაც პარასკევს, 21 აპრილს, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.  ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

„ხვალ ვიქნები უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფს 40-ზე მეტ მოკავშირესთან და პარტნიორთან ერთად, რათა გავაგრძელოთ ჩვენი მნიშვნელოვანი მუშაობა უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე გადაუდებელი საჭიროებების მხარდასაჭერად“, - განაცხადა ოსტინმა.
 
რამშტეინის ფორმატის მე-11 შეხვედრა 21 აპრილს გაიმართება.
 
შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრები და თავდაცვითი სფეროს სხვა ოფიციალური პირები განიხილავენ კრიზისს, რომელიც უკრაინაში გრძელდება, და უსაფრთხოების სხვადასხვა პრობლემას, რომელთა წინაშეც დგანან აშშ-ის მოკავშირეები და პარტნიორები.

ჯგუფის წინა შეხვედრა ვირტუალურად 2023 წლის 15 მარტს გაიმართა. საკონტაქტო ჯგუფი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის მიზნით შეიქმნა.