ლეხ ვალენსამ  ნავალნი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა

პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფლობელმა ლეხ ვალენსამ ამავე პრემიაზე რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი წარადგინა. აღნიშნულ ინფორმაციას, პოლონურ გამოცემა Gazeta Wyborcza-ზე დაყრდნობით, Deutsche welle ავრცელებს.

ნობელის კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას ვალესამ, რომელმაც მშვიდობის პრემია 1983 წელს მიიღო, აღნიშნა, რომ ნავალნი დიდი გამბედაობით გამოირჩეოდა და მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაღება უწევდა კორუფციის გამოსავლენად, პოლიტიკური შეხედულებების თავისუფლად გამოხატვის უფლების დასაცავად და რუსეთში მზარდი ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ.

”ბატონი ნავალნი დღეს ებრძვის ტოტალიტარიზმს დემოკრატიის, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და კანონის უზენაესობის იდეალებისთვის, ისევე როგორც მე ვიბრძოდი კომუნისტურ პოლონეთში რამდენიმე ათეული წლის წინ”, - თქვა ვალესამ.

ცნობისთვის, რუს ოპოზიციონერს ალექსი ნავალნის რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნის 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.