ბრიტანეთმა კარა-მურზას დაპატიმრებასთან დაკავშირებულ 5 პირს სანქციები დაუწესა

კრემლის კრიტიკოსის, ოპოზიციონერ ვლადიმერ კარა-მურზას დაპატიმრებასთან დაკავშირებულ 5 პირს გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა.

მათ შორის არიან მოსამართლე ელენა ლენსკაია, გამომძიებლები დენის კოლესნიკოვი და ანდრი ზადაჩინი, ასევე, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აგენტები, ალექსანდრ სამოფალი და კონსტანტინე კუდრიავცევი.

„რუსეთი არაფრად აგდებს ადამიანის ძირითად უფლებებს. დღეს ვლადიმერ კარა-მურზას საქმესთან დაკავშირებული ხუთი პირი სანქცირებულია, რაც მკაფიო მესიჯს აგზავნის, რომ გაერთიანებული სამეფო მისი ერთ-ერთი მოქალაქის მიმართ ასეთ მოპყრობას არ აიტანს გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს ბატონ კარა-მურზასა და მისი ოჯახს მხარდაჭერას. მოვუწოდებ რუსეთს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ვლადიმერ კარა-მურზა“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ.


რუსეთის სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და აქტივისტს ვლადიმერ კარა-მურზას 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

Amnesty International-მა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ხელმძღვანელმა, ვოლკერ ტურკმა კრემლის კრიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ გამოტანილ განაჩენი დაგმეს.

„სამოქალაქო საზოგადოების სისტემატური რეპრესიების შემზარავი მაგალითი, რაც სტალინის ეპოქის რეპრესიებს მოგვაგონებს", - Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება რუსეთ-ბრიტანეთის მოქალაქის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ რუსეთის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გმობს.

აშშ-ის ელჩმა რუსეთში, ლინ ტრეისიმ დაგმო კრემლის კრიტიკოსის ვლადიმერ კარა-მურზას დაპატიმრება და განაცხადა, რომ რუსეთში კრიტიკის კრიმინალიზაცია „სისუსტის ნიშანია და არა სიძლიერის“.

ლატვია სანქციებს უწესებს რუსეთის 10 მოქალაქეს, რომლებიც ვლადიმერ კარა-მურზასთვის განაჩენის გამოტანაში მონაწილეობდნენ.