ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სუდანში, არმიასა და "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის მიმდინარე დაპირისპირებისას 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 3 500 დაშავდა.
„413 ადამიანი დაიღუპა და 3 551 დაშავდა", - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა მარგარეტ ჰარისმა.
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინფორმაციით, დაღუპულთა შორის სულ მცირე ცხრა ბავშვია, დაშავებული ბავშვების რაოდენობა კი, 50-ს აჭარბებს.
სუდანის არმიასა და "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო.