ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი აცხადებს, რომ მზადაა ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე გადადგეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ოპოზიციური ძალები მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან.
ყირგიზეთში არეულობა კვირას ჩატარებული არჩევნების შემდეგ დაიწყო. არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსულმა დემონსტრანტებმა პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის შენობები დაიკავეს და ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები გააუქმა.