ოსტინი: მოკავშირეებმა უკრაინას ბოლო თვეების განმავლობაში 230-ზე მეტი ტანკი მიაწოდეს

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფმაუკრაინას მხოლოდ რამდენიმე თვეში 230-ზე მეტი ტანკი და 1550 ჯავშანტექნიკა გადასცა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

ოსტინის თქმით, უკრაინამ ასევე მიიღო სხვა აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა ცხრა ახალი ჯავშანტექნიკისთვის. 

54 ქვეყნის ალიანსი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის თავდაცვას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მეთერთმეტედ შეიკრიბა გერმანიაში, რამშტეინის საჰაერო ბაზაზე. 

პრესკონფერენციაზე პენტაგონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ზოგიერთი მოკავშირე, მათ შორის გერმანია და ნიდერლანდები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას მიაწოდონ დამატებითი მძიმე ტექნიკა და სატრანსპორტო მანქანები. საკონტაქტო ჯგუფის მრავალი წევრი ასევე აძლიერებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის კრიტიკულად საჭირო საბრძოლო მასალის მიწოდებას.