მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ მიმდინარე სრულმასშტაბიანი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 8 თებერვლიდან, სადგური სამი თვის განმავლობაში, მგზავრებს ვერ მოემსახურება.
თბილისის მერიის განცხადებით, მეტროს მოძრავი შემადგენლობები თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, ამ სადგურზე არ გაჩერდებიან.
შეგახსენებთ, რომ 8 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს.