ესპანეთიაპირებს, დაპირებული ექვსი ტანკი უკრაინას უახლოეს მომავალში მიაწოდოს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ დახმარებას მოჰყვება კიდევ ერთი პაკეტი 4 ტანკით.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის თქმით, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფმა „მხოლოდ რამდენიმე თვეში“ 230-ზე მეტი ტანკი და 1550 ჯავშანტექნიკა მიაწოდა კიევს. ოსტინის თქმით, უკრაინამ ასევე მიიღო სხვა აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა ცხრა ახალი ჯავშანტექნიკისთვის.
პენტაგონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ზოგიერთი მოკავშირე, მათ შორის გერმანია და ნიდერლანდები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას მიაწოდონ დამატებითი მძიმე ტექნიკა და სატრანსპორტო მანქანები. საკონტაქტო ჯგუფის მრავალი წევრი ასევე აძლიერებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის კრიტიკულად საჭირო საბრძოლო მასალის მიწოდებას.