აშშ-ის სამხედროებმა სუდანის დედაქალაქ ხარტუმიდან ამერიკელი დიპლომატებისა და მათი ოჯახების ევაკუაცია განახორციელეს. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანი გაიყვანეს თვითმფრინავებით სუდანიდან. თუმცა, ოპერაციამდე, CBS News-მა გავრცელა ცნობა, რომ დაახლოებით 70 თანამშრომლის ევაკუაცია იგეგმებოდა.
„დღეს, ჩემი ბრძანებით, შეერთებული შტატების სამხედროებმა ჩაატარეს ოპერაცია ხარტუმიდან აშშ-ის მთავრობის პერსონალის გამოყვანის მიზნით“, - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.
სუდანში არეულობის ფონზე, 150-ზე მეტი მოქალაქის, დიპლომატისა და სხვა ოფიციალური პირების ევაკუაცია უკვე განხორციელდა, რომლებიც, ძირითადად, სპარსეთის ყურის ქვეყნების, ასევე ეგვიპტის, პაკისტანისა და კანადის მოქალაქეები იყვნენ.