საჰაერო ძალები: Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის პირველი სისტემა უკრაინას რუსეთის თავდასხმებისგან უკვე იცავს

აშშ-ის მიერ შექმნილი Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა ქვეყანას უკვე იცავს რუსეთის თავდასხმებისგან, განაცხადა საჰაერო ძალების სპიკერმა იური იჰნატმა 23 აპრილს.

მისი თქმით, უკრაინის არმია გამოიყენებს აშშ-ის არსენალში ყველაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის იარაღს რუსული საჰაერო სამიზნეების, მათ შორის S-300-ის წაინააღმდეგ.

მოსალოდნელია, რომ Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ქალაქების დაცვას რუსეთის მუდმივი სარაკეტო თავდასხმებისგან.