მოსკოვის მახლობლად დრონი ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში, ქალაქ ნოგინსკთან ახლოს უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა.

კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატენილი დრონის ნამსხვრევები 23 აპრილს, ერთ-ერთი სააგარაკე დასახლების მახლობლად, ტყეში იპოვეს და ამჟამად ექსპერტიზა მიმდინარეობს.

თავის მხრივ, Baza-ს ტელეგრამ არხი იუწყება, რომ დრონი ტყეში, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 300 მეტრში იპოვა დასახლებაში მცხოვრებმა ქალმა და საუბარია უკრაინული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატზე UJ-22, რომელშიც 17 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება იყო.

რუსეთი მის ტერიტორიაზე დრონებით შეტევაში უკრაინას ადანაშაულებს, რასაც კიევი უარყოფს.