ჩინეთს არ გადაუცია რუსეთისთვის იარაღი და არ ემზადება ამისთვის. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის დაზვერვის (DIU) უფროსმა კირილო ბუდანოვმა RBC-Ukraine-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ჩინეთმა ეს ნაბიჯი შესაძლოა, უახლოეს მომავალში გადადგას, ბუდანოვმა უპასუხა, რომ ჩინეთი ამას არ გააკეთებს უახლოეს მომავალში.
ცნობისათვის, იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ 22 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან ჩინეთის შუამავლობით უნდა დასხდნენ.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ვერ შეძლებს „ნორმალური ურთიერთობების" განვითარებას ჩინეთთან, თუ ოფიციალური პეკინი ვერ გამოიყენებს თავის გავლენას რუსეთზე, რათა დაარწმუნოს მოსკოვი, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან.