თურქეთის, რუსეთის, სირიისა და ირანის თავდაცვის მინისტრები და დაზვერვის ხელმძღვანელები 25 აპრილს მოსკოვში შეხვდებიან, განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.
„ჩვენი მიზანია პრობლემების მოგვარება მოლაპარაკებების გზით და რაც შეიძლება მალე მოვუტანოთ მშვიდობა და სიმშვიდე რეგიონს“, - აღნიშნა აკარმა.
მინისტრის თქმით, თურქეთის, რუსეთისა და სირიის თავდაცვის მინისტრები და დაზვერვის ხელმძღვანელები გასული წლის დეკემბერში მოსკოვში შეხვდნენ და შეხვედრების გაგრძელება გადაწყვიტეს.
ანკარამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტას რუსეთსა და უკრაინას შორის. მაგალითად, 14 იანვარს, ერდოღანის სპიკერმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და დეესკალაციისთვის.
ირანს ხშირად ადანაშაულებდნენ, რომ რუსეთს ამარაგებს კამიკაძე-დრონებით, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმების განსახორციელებლად გამოიყენება. მოგვიანებით, თეირანმა აღიარა, რომ მოსკოვს დრონებს აწვდიდა.