ჩინეთს არ შეიძლება, ვენდობოდეთ როგორც რაიმე შუამავალს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების კუთხით, რადგან პეკინი ამ ომით სარგებლობს, განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა Politico-სთან ინტერვიუში.
პაველის შეფასებით, ჩინეთი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. მისივე თანახმად, „ჩინეთის ინტერესშია სტატუს კვოს გახანგრძლივება, რადგან მას შეუძლია, რუსეთს უამრავი დათმობისკენ უბიძგოს.
პეკინი მოსკოვიდან იაფ ნავთობს, გაზს და სხვა რესურსებს იღებს, შესაბამისად, პაველი არ ფირობს, რომ „ჩინეთს აქვს რეალური ინტერესი, გადაჭრას ეს კონფლიქტი მოკლე დროში“.