საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციაა.
აქციას სამოქალაქო აქტივისტები მართავენ.
აქციის მონაწილეები ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძისთვის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ ბანერები, წარწერით "თავისუფლება ზაზა გახელაძეს" .
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი.
ე.წ სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.